საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10014

ფაქტი 10014

1918 წლის ნოემბერსა თუ დეკემბერში ქ. ფოთში დაარსდა პატარა ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სტეფანე გაგუა, როგორც ერთ-ერთი თაოსანი. ეს ჯგუფი მიზნად ისახავდა სამეგრელოს ისტორიის, არქეოლოგიის, ზნე-ჩვეულებებისა და ენის შესწავლას, პერიოდულ და სხვა გამოცემათა ბეჭდვას მეგრულ ენაზე და საზოგადოდ საგანმანათლებლო საქმის მოწყობას საქართველოს ამ კუთხეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10014; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .