საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10025

ფაქტი 10025

ფოთსა და სენაკში სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფების დაარსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო წრეებში. ეს მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილ კანკავას სიტყვის შემდეგ იონა მეუნარგიას დასაფლავების დროს. საზოგადოებამ ,,მაფალუუს'' დაარსება მიიღო თავზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმიო. სწორედ ამ გულისტკივილმა აღაშფოთა და აიძულა შალვა ჩოჩია თავისი სახელით გაზეთში გამოექვეყნებინა წერილი სათაურით ,,სამეგრელოს ავტონომისტები!''. ის რომელიმე პიროვნებისადმი პირადი ინტერესებით არ სარგებლობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10025; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .