„ერთობაში“ დაიბეჭდა დოქტორ ფონ დრუფელის წერილი, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერა. დრუფელი იუწყება, რომ 1920 წლის 25 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკაში გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურად დაინიშნა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. კანცელარია პასკევიჩის N 14-ში გახსნა.

წყარო: ერთობა, 1920 | 20 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა