„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 სექტემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია პროვინციაში მოგზაურობას აპირებს, რათა პირადად გაეცნოს, როგორ მუშაობენ მართვა-გამგეობის ორგანოები, როგორ ტარდება მთავრობის რეფორმები, მოისმენს ხალხის მოთხოვნებს. პირველი მარშრუტი დაახლოებით ასეთია: თბილისი, სართიჭალა, სიღნაღი, გურჯაანი, წინანდალი, თელავ-ყვარელი. შემდეგი მოგზაურობა განზრახულია დუშეთისა და გორის მაზრებში.

წყარო: ერთობა, 1920 | 2 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა