1931 წლის 11 ივნისს ალექსანდრე შარაშიძემ გიგო დავითის ძე შარაშიძეს მისწერა, რომ კომისარიატმა მას მასწავლებლების ხელფასის ზედმეტად დახარჯვა დასდო ბრალად, რის გამოც მარტისა და აპრილის ჯამაგირი არ გადაუხადა. იგი ვითარების გასარკვევად თბილისში ჩავიდა და დანაკლისი 2000 მანეთი აიღო.

წყარო: ალექსანდრე შარაშიძის წერილი გიგო შარაშიძისადმი, 1931 | 11 ივნისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი