საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10289

ფაქტი 10289

1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას გორის რაიონის სახალხო სასწავლებლების საზოგადო კრების 1919 წლის დადგენილების შესახებ საჩივარი გაუგზავნა, რომ სამოცი ვერსის მანძილზე ბელოთამდე სამჯერ ავიდა, საზოგადოებას სკოლისთვის აქირავებინა სახლი და შეკრიბა შეგირდები სკოლის მოსაწყობად, მხოლოდ 15 თუმანი იყო საჭირო, რომ მოსწავლეებისთვის მაგიდები მოემზადებინა და დაეწყო სწავლა. მიუხედავად მრავალი თხოვნისა მთავრობამ სკოლის მოსაწყობი ფულიც კი არ მისცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .