საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10351

ფაქტი 10351

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ დაკარგული იყო ჯარისკაცი ნიკოლოზ ცუცქირიძე, რომელიც ომის დროს კავკასიის ფრონტზე მსახურობდა. 1917 წლის მარტიდან მშობლებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი მოსახლეობას სთხოვდნენ თუ რამე იცოდნენ მათი შვილის შესახებ ს. ჩხირაულის სამმართველოში სპირიდონ სვიმონის ძე ცუცქირიძესთვის მიეწერათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10351; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .