საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10360

ფაქტი 10360

1918 წლის 6/19 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ბრძოლების სარდალს – ვეჰიბ-ფაშას კონფიდენციალური წერილი მისწერა, რომელშიც ახსენებდა ტრაპიზონის მოლაპარაკების დროს დადებულ პირობას, თურქული ჯარების დარჩენას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრებში. მინისტრი მწუხარებას გამოთქვამდა თურქული ჯარის მიერ არდაგანის მხარეში საზღვრის დარღვევის ფაქტის გამო და იმედოვნებდა, რომ თურქული მხარე არსებული მდგომარეობის განსამუხტავად ზომებს მიიღებდა. წერილის სრულ ვარიანტს ტელეფონით დოქტორი ვახტანგ ღამბაშიძე გადასცემდათ, სასურველი იყო შინაარსს საზღვაო მინისტრი – რაუფ ორბეიც გასცნობოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10360; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .