საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10467

ფაქტი 10467

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი ქალაქის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თბილისში სისხლის სამართლის და ქალაქის მილიციის თანამშრომლები პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაუსწრებლად ჩხრეკდნენ სახლებს. ასეთ ქმედებას ის უკანონოდ თვლიდა და კატეგორიულად მოითხოვდა მილიციის უფროსის, მისი თანაშემწის, კომისრის ან კომისრის თანაშემწის ხელმძღვანელობის გარეშე არ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, სასურველი იყო დღისით. იარაღიც აღნიშნული წესით ჩამოართვან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10467; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .