შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ან უკრაინული უნივერსიტეტიდან მისი იურისტობის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა აეღო, ან ბერლინის, აშინგერის ფირმის პირდაპირ მდებარე სასტუმროდან წამოეღო ჩემოდანი, რომელშიც დიპლომის ასლი ჰქონდა და მისთვის გაეგზავნა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. სთხოვს, გაუგზავნოს თავისი დიპლომის ასლი 1956 | 15 ივნისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, ბათუმის ქუჩა N29 ა, მიუნხენი, სინტზენიჩის ქუჩა N12
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი