საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1078

ფაქტი 1078

1919 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო გვარდიის პირველი რაიონული კრება დაბა ცხინვალიდან საქართველოს მთავრობას ერთგულების ფიცს უგზავნიდა და ჰპირდებოდა, რომ სასტიკად შეებრძოლებოდა ყოველგვარ ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. მისალმებას ხელს ცხინვალის სახალხო გვარდიის კრების თავმჯდომარე დ. მაჭავარიანი აწერდა.

წელი:
1919
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 28 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1078; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .