საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10781

ფაქტი 10781

1918 წლის 20 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების მდგომარეობის შესახებ. სხდომის დადგენილებით, საზოგადოების სკოლების პერიოდული დათვალიერება სიღნაღის მაზრაში (ნუკრიანი, შრომა) ნიკოლოზ ყაზბეგს დაევალა, თელავში – გრიგოლ ბურჭულაძეს, ზუგდიდსა და მოდინახეში – ვლადიმერ გაგუას, ბათუმში – ილია ფერაძეს, სოხუმში – პეტრე ჭარაიას, ატენსა და ვარიანში – კირილე არველაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10781; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .