საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10814

ფაქტი 10814

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს საშუალო სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს მე-5 და მე-6 კლასებში ფრანგული ენის გაკეთილები მიეცა. ამილახვარი დამრიგებლად 12 წელი მუშაობდა. ის მთავარგამგეს ამილახვრის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10814; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .