საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10877

ფაქტი 10877

1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც ნინო აკოფაშვილის სიტყვიერი განცხადებიდან ჩანდა, იგი სამი წელი იყო გერმანიაში სავარჯიშოდ და გერმანული ენის პრაქტიკულად შესასწავლად, ასევე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია, რომლის დიპლომი პირველი მოხსენებისთანავე შეუძლია წარმოადგინოს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10877; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .