1919 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სასამართლო პალატის წევრი მ. ორჯონიკიძე იუსტიციის მინისტრს 24 ნოემბერს ხაშურში 5 მილიციელის პასუხისგებაში მიცემის ამბავს ატყობინებდა. მათ ბრალად ყაჩაღებისთვის იარაღის გაცვლა ედებოდათ. ორ მათგანს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, ორს – 15 წლით პატიმრობა, ერთს კი – კატორღა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 28 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა