საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10996

ფაქტი 10996

1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, ნინო აკოფაშვილმა წარადგინა დოკუმენტი, რომლიდანაც ჩანდა, რომ ის სამი წელი იმყოფებოდა გერმანიაში და იქ დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10996; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .