საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11000

ფაქტი 11000

1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, როგორც ნინო აკოფაშვილის ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, მან დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, სიტყვიერი განცხადებიდან კი – ჩანდა, რომ სამი წელი იყო გერმანიაში სავარჯიშოდ და გერმანული ენის პრაქტიკულად შესასწავლად. ამასთანავე იქვე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11000; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .