საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11174

ფაქტი 11174

1918 წლის 8 ოქტომბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე ანთაძე მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად ითვლებოდა. პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, ანთაძეს ჩაბარებული ჰქონდა ქართული ენის გაკვეთილები პირველ, მეორე და მესამე კლასებში 1917-1918 სასწავლო წლის განმავლობაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11174; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .