1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე ამიერკავკასიის სამასწავლებლო კომისარიატიდან 1917 წლის 1 სექტემბრიდან დანიშნული იყო ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის მასწავლებლად. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი