საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11272

ფაქტი 11272

მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ როგორც ქართული ენის მასწავლებელი ყველაზე მეტად განიცდიდა ცხოვრების სიმძმეს, სიტლანქესა და ყოველგვარ უფერულობას, რადგან მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი იყო მოკლებული ყველა იმ პრივილეგიებსა და უპირატესობებს, რომლებითაც სარგებლობდნენ დანარჩენი მასწავლებლები. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დაცინვა, აბუჩად აგდება, არაფრად ჩაგდება, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ ქართული ენის მასწავლებელს მთავრობა მთელი თავისი შემადგენლობით, მოწაფეთა მშობლების უმრავლესობა და თვით მოწაფეთა მცირე ნაწილიც. ძალზედ ძნელი იყო ქართული ენის მასწავლებლისთვის ამ აუტანელ პირობებსა და სულიერი ტანჯვის პირობებში მუშაობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11272; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .