1918 წელს სახალხო მასწავლებლის ივანე მაღრაძის (მუშაობდა ჯერ რუისში, შემდეგ ბეჟანთკარში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის წევრი. მოკლეს 1905 წელს) ქვრივი ემილია მაღრაძე უსახსრობის გამო განათლების მინისტრს შვილის, თამარ მაღრაძის სწავლის გადასახადიდან გათავისუფლებას სთხოვს.

წყარო: განცხადებები სასწავლებლებში მოწაფეთა მიღებისა და მასწავლებელთა დანიშვნის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი