თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი (საქმისმწარმოებელი მამაცაშვილი) სახალხო განათლების სამინისტროს ატყობინებს, რომ 1919 წლის 10 მაისს გაუქმებული კორპუსის დროშა ჩაიბარა სამხედრო-ისტორიული არქივის გამგემ, გენერალმა ესაძემ.

წყარო: მიმოწერა სამხედრო გიმნაზიასთან არსებული ინტერნატის გაუქმების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი