საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11563

ფაქტი 11563

„ერთობა“ იუწყება, რომ 1917 წლის დეკემბრიდან გაიხსნა სახალხო უნივერსიტეტი (მიხეილის პრ. N19), რომელშიც კითხულობდნენ შემდეგი პედაგოგები: ბეკი ასტრონომია, სტრავინსკი – ანატომია და ადამიანის ფიზიოლოგია, გეკერი – მათემატიკა, მეფერტი – ფიზიკა, მაოროვი – გეოგრაფია, წულუკიძე – პოპულარული მედიცინა და ჰიგიენა, იშკოვი – რევოლუციური მოძრაობის ისტორია, პალმოვი – ლიტერატურის ისტორია, ჩემოდანოვი – ძვ. წყობილება და რევოლუცია საფრანგეთში, მახვილაძე – პოლიტიკური ეკონომია, სტრელკოვსკი – საზოგადო შემეცნება უფლებაზე; მარტიდან მოიწვიეს ახალი ლექტორები: პროფ. მაქსიმოვი – მცენარეთა ცხოვრება, პროფ. მიშჩენკო – საზოგადო ბიოლოგია, პროფ. ხარაზოვი – უმაღლ. მათემატიკის შესავალი, პრივატდოცენტი სელიხანოვი – ფსიქოლოგია, სტ. ვოლსკი – მარქსიზმის ფილოსოფია, ამ. ლემლეინი – ფიზიკა, ნევტოროვი – ქიმია. სწავლა უფასო იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11563; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .