საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11641

ფაქტი 11641

1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ პოდპორუჩიკ დომენტი დ. შარაშიძის წერილში „თავდაცვა გარეშე მტრისაგან“ ნათქვამია, რომ იგი 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა, იყო მასწავლებელი გურიაში და თავიდანვე ბოლშევიკების ჯგუფს ეკუთვნოდა; 1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მაგრამ დღეს იდეური ბრძოლა აღარ არის და მოუწოდებს, შექმნან ერთიანი სოციალ-დემოკრატიული პარტია თავისუფლების შესანარჩუნებლად, დაიცვან საზღვრები ოსმალეთისგან.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
პირადი ინფორმაცია
წყარო:
ერთობა, 1918 | 28 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11641; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .