1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო დედაბრიშვილი გამოვიდა ინიციატივით, წიგნების გამოსაცემად საზოგადოებას სალიტერატურო ფონდიდან ესესხა თანხა. ხმის უმეტესობით ასეც გადაწყდა, თუმცა ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ და ითხოვეს, ეს პროტოკოლში აღნიშნულიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმი და გამგეობის წლიური ანგარიში | 1900-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი