საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11800

ფაქტი 11800

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ იკითხა, შავი ზღვის პირას მცხოვრებ მუშებს თუ ეგზავნებოდათ წიგნები. გამგეობამ უპასუხა, რომ საზოგადოებამ მათ ერთხელ გაუგზავნა წიგნები ვინმე ღლონტის მეშვეობით, ხოლო უთხოვნელად გაგზავნისას წიგნები იკარგებოდა. გამგეობამ დაამატა, რომ წიგნები ვინც ითხოვა, უარი არავისთვის უთქვამთ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11800; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .