1897 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომა. სხდომაზე ალექსანდრე ჭიჭინაძემ მოხსენება გააკეთა კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა ამ მოხსენების შინაარსი წარედგინა გამგეობისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი