1897 წლის 30 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა წიგნებით ვაჭრობის გაძლიერების შესახებ. გამგეობამ საზოგადოებისთვის თავიანთი მოსაზრების გაცნობა იაკობ გოგებაშვილს და დავით კარიჭაშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი