საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11932

ფაქტი 11932

1897 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის პედაგოგ ისიდორე რამიშვილის თხოვნა სკოლისთვის სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთების გაგზავნის შესახებ. მისივე ცნობით, ბათუმში აპირებდნენ საკვირაო სკოლის დაარსებას, რომლისთვისაც ასევე საჭირო იყო სასწავლო წიგნები. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა საკვირაო სკოლისთვის შეეძინათ 50 მანეთის ღირებულების წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11932; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .