საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11946

ფაქტი 11946

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე კომისიის წევრმა ვასილ ილიას ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ კომისიის გასამტყუნებლად განგებ დაწერა მოხსენება. მისი აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო ცალკე კომისიის დანიშვნა. ვ. რცხილაძის იდეას მხარი დაუჭირა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11946; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .