1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში ამიერ-კავკასიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის ლეონ მელიქსეთ-ბეგის მიერ შედგენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ივ. ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ცნობები და სამეცნიერო მოღვაწეობა დაიბეჭდა. ტექსტს ივანე ჯავახიშვილის ფოტო და ნაშრომთა სია (1897-1920) ჰქონდა დართული.

წყარო: სახალხო საქმე, 1920 | 26 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა