1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო ნივთები და წიგნები, მათ შორის არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული, გიორგი იოსელიანის „საღვთო სჯული“ და სხვ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი