საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11995

ფაქტი 11995

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წაიკითხეს გომარეთის სკოლის პედაგოგის, თომა კევლიშვილის მოხსენება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ და გაეცნენ მის თხოვნას, სკოლისთვის სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთის გაგზავნის შესახებ, რომელთა ღირებულება 64 მანეთს შეადგენდა. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ სკოლისთვის გარკვეული თანხა გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11995; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .