საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12140

ფაქტი 12140

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვისას გამოთქმული აზრები თავმჯდომარემ მოკლედ უნდა გაიმეოროს და საკითხის გადაწყვეტა მოითხოვოს. გადაწყვეტილება დაფარულად ან ცხადად უნდა მიიღონ. ფარულში იგულისხმება კენჭისყრა, ხოლო ცხადში – გადაწყვეტილების გამოხატვა ადგომით ან ხელის აწევით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12140; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .