საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12171

ფაქტი 12171

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეისყიდონ მისგან „დედა ენის“ მეცამეტე გამოცემის 24000 ეგზემპლარი შემდეგი პირობების თანახმად: 1) დაბეჭდვის და ჰონორარის ფასად მისცენ მას 480 თუმანი და 2) ეს თანხა გადასცენ ნაწილ-ნაწილ, თუნდაც თვეში 10 თუმნის ოდენობით, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12171; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .