საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12182

ფაქტი 12182

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კავკავის სკოლის სამზრუნველოს მიერ შედგენილი ინსტრუქცია დაემტკიცებინა იმ მუხლების შეცვლით, რომელიც წერა-კითხვის მმართველობამ შემოიღო და შემდეგ გაეგზავნა სკოლისთვის ახალ სასწავლო პროგრამებთან ერთად, რომელიც მათ მასწავლებლებისთვის უნდა წარედგინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12182; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .