1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტს ახალი ინსტრუქციის თანახმად, ესაჭიროებოდა განახლება. გამგეობამ განაცხადა, რომ ქუთაისის სამზრუნველოს უნდა ჩაეტარებინა კრება და მოლაპარაკებების შემდეგ, ეცნობებინა საზოგადოებისთვის, ისურვებდნენ თუ არა მოქმედი წევრები დარჩენილიყვნენ მომავალშიც წევრებად, ხოლო თუ რომელიმე წევრი უარს იტყოდა საქმიანობის გაგრძელებაზე, მაშინ სამზრუნველოს გამგეობისთვის ამოსარჩევად ახალი კანდიდატები უნდა დაესახელებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი