1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საზოგადოების სახელით გარეშე პირები აგროვებდნენ ფულს, რომელსაც სათავისოდ იყენებდნენ და არა საზოგადოების სასარგებლოდ. საკითხზე ინფორმაციის მოძიება, თუ ვინ და რა საფუძვლით აგროვებდა ფულს საზოგადოების სახელზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი