1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე; სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს წიგნების ანგარიშში 7.46 მანეთი გადასცეს, ვასილ აბაშიძეს – 6.41, დავით ღამბაშიძეს – 100 მან., გრიგოლ ტატიშვილს – 29, ალექსანდრე მირაქოვს – 3.41, ქართველთა ამხანაგობას – 200, იაკობ გოგებაშვილს კი რვეულების ანგარიშში – 50 მან., გასცეს თანხა სხვა წვრილმანი ხარჯებისთვისაც. ამ ყველაფერმა 433.33 მანეთი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი