საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12284

ფაქტი 12284

1897 წლის 8 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე წერილი წაიკითხა დავით კარიჭაშვილმა, რომ ბაქოში გამართული ღონისძიებიდან საზოგადოების სახელზე მიიღეს – 2264 მანეთი და საღამოს ორგანიზატორები გამგეობას სთხოვდნენ, ამ ფულიდან ქალთა კომიტეტისთვის გადაეცათ 400 მანეთი, დრამატული საზოგადოებისთვის – 150 მან., ასევე ქუთაისის საკვირაო სკოლისა და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის – 1014 მან., 250 მანეთი კი გადაენახათ ბაქოში საზოგადოების სახელზე ბიბლიოთეკის დასაარსებლად. წერილს ხელს აწერენ: მართა ღოღობერიძე, ნიკოლოზ ჯორჯაძე, გრიგორიევი, ნიკოლოზ ქანანოვი, მიქელაძე და იოსებ დადიანი. წერილის განხილვის შემდეგ საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მათი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12284; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .