1897 წლის 17 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ და დავით კარიჭაშვილმა სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ დაადგინა, რომ იაკობ გოგებაშვილს უნდა შეედგინა სენაკის სკოლისთვის ახალი სასწავლო გეგმა, ასევე სკოლის ინსპექტორი ყიფიანისთვის უნდა მიეწერათ, რომ გამგეობისგან სკოლის შესამოწმებლად გაიგზავნებოდა პიროვნება და სკოლაში უნდა დაარსებულიყო კომიტეტი. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს და ალექსანდრე გარსევანიშვილს მიანდო სენაკის სკოლის ინსპექტორის დავთრების შემოწმება, ხოლო სკოლისთვის ინსტრუქციის შედგენა ნიკოლოზ ცხვედაძეს და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი