საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12365

ფაქტი 12365

1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალფრედ პიკარმა, რომ დახმარებოდნენ ბეჭდვის ისტორიის შედგენაში. კერძოდ, საქართველოში ამ საქმის გავრცელების შესახებ ცნობების მიწოდებით. გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილს და დავით კარიჭაშვილს დაავალა შეედგინათ მოკლე ისტორია საქართველოში ბეჭდვის შესახებ, რომელშიც მათ დახმარებას გაუწევდა გრიგოლ ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12365; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .