1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის 1897 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დავთარში ჩაიწერა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი