1918 წელს საგანგებო ჟიურიმ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ მოისმინა. ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორები – ჩერეპნინი და აიზბერგი, კომპოზიტორი სამინსკი, პიანისტი ნიკოლაევი, დირიჟორები – სტოლერმანი და ცენოვსკი და არტისტები, აგრეთვე თეატრის კომისარი ალექსანდრე წუწუნავა. მათ ოპერა ნამდვილ ქართულ ორიგინალურ, მხატვრულ ნაწარმოებად აღიარეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 2 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა