საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12430

ფაქტი 12430

1886 წლის 2 იანვრის განცხადება იტყობინება, რომ პარასკევს, 3 იანვარს, საღამოს 8 საათზე საზოგადოების შენობაში დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს: ა) თიანეთისა და წინარეხის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებებს მათდამი რწმუნებული სკოლების საჭიროებათა შესახებ და ბ) გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის (ამხანაგის) არჩევის მიზანშეწონილობას, ვინაიდან იმჟამინდელი თავმჯდომარე მოუცლელობის გამო ვერ ესწრებოდა ყველა კრებას. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი. ტექსტის გაცნობას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12430; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .