ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თხოვნით მიმართა თბილისის ქართული გიმნაზიის ინსპექტორს, ალექსანდრე მდივანს ამავე სკოლის მასწავლებელი ზაქარია ფალიაშვილი 1908 წლის 24-27 ოქტომბერს გაეთავისუფლებინა ილია ჭავჭავაძის საღამოსთვის ორკესტრის მოსამზადებლად.

წყარო: სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები | 1879-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი