განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრებს აცნობს 4 თებერვლის საღამოს 7 საათზე დანიშნული კრების დღის წესრიგს, სახელდობრ: სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოისმენენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოხსენებას მაჰმადიან მოსწავლეთა მიერ სწავლაზე გულის აცრუების შესახებ და ასევე – ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სარჩელის განჩინებებს. განცხადებას ხელს აწერენ: ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ნიკო ცხვედაძე, გიორგი იოსელინი, გიორგი ქართველიშვილი, ანტონ ფურცელაძე, ალექსი მირიანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი