საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12527

ფაქტი 12527

კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ პირველ წელს ვერ დაამტკიცეს მასწავლებლად, რადგან სამასწავლებლო გამოცდები უნდა ჩაებარებინა. რევოლუციის შემდეგ, როცა სამოსწავლო ოლქი კომისარიატით შეიცვალა, ხაშურის გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. კომისარიატმა კი დროებითი მოწმობა უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ საკმარისად არ სცნო და მოითხოვა დიპლომი, რომელიც კიევში იყო. სამოქალაქო ომმა და ანარქიამ ხელი შეუშალა დიპლომის მიღებას და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12527; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .