1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა განიხილეს ერთ-ერთი სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების უფასოდ გაგზავნის შესახებ. კრებამ განიხილა ეს საკითხი და გადაწყვიტა, სკოლისთვის ერთი თუმნის წიგნები და სასწავლო ნივთები უფასოდ გაეგზავნათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ჟურნალები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი