1918 წლის 25 ივნისს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა სერგი დანელიამ მოქალაქე ტ. ი. გვალიას მისწერა, რომ მის შვილს, შუშანიკს ნება მისცეს პირველი კლასის დასრულების მოწმობის ასაღებად გამოცდები რუსულ ენაზე ჩაებარებინა.

წყარო: უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის ბრძანებები მასწავლებელთა დანიშვნის შეასახებ.
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი